"ხვიჩამ ამ მომენტში დიდი შეცდომა დაუშვა" | ენრიკო ფედელე ქართველზე » სპორტის ხაზი

"ხვიჩამ ამ მომენტში დიდი შეცდომა დაუშვა" | ენრიკო ფედელე ქართველზე

"ხვიჩამ ამ მომენტში დიდი შეცდომა დაუშვა" | ენრიკო ფედელე ქართველზე
31-01-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ, ნაპოლიმ დერბი დელ სოლეში რომა 2-1 დაამარცხა და იტალიის ჩემპიონატში მთელი 13 ქულით გალიდერდა.

აღნიშნულ მატჩს გამოეხმაურა ფაბიო კანავაროს ყოფილი აგენტი, ენრიკო ფედელე, რომელიც ნაპოლის თამაშების შეფასებით ხშირად გამოირჩევა ხოლმე.

ფედელემ ყურადღება ირვინგ ლოსანოსა და ხვიჩა კვარაცხელიას მომენტებზე გაამახვილა და ორივე ფეხბურთელი გააკრიტიკა:

"მაშინ როდესაც მექსიკელი გარემარბი ფლანგზე გაიჭრა და საჯარიმოში ჩააწოდა, ხვიჩამ ბურთის მიღებისას სერიოზული შეცდომა დაუშვა. ასევე, შეცდომა იქნა დაშვებული მაშინ, როდესაც ნეაპოლელები რიცხობრივი უპირატესობის კონტრშეტევაზე გარბოდნენ, ლოსანომ კი გოლის გატანა ვერ მოახერხა." - თქვა ფედელემ.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი თავის მომდევნო შეხვედრას 5 თებერვალს, სერია A-ს აუტსაიდერ სპეციასთან გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი