ფაბრიციო რომანოს ცნობით, პორტუგალიელი განაპირა მცველი, ჟოაუ კანსელო კარიერას “მანჩესტერ სიტიდან” მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელებს. მხარეებს შორის საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა 70 მილიონი ევროს ოდენობით. “რეკორდმაისტერმა” გამოსყიდვის უფლება არ აიღო, ყველაფერი ზაფხულში გადაწყდება.
კანსელო აქამდე “მანჩესტერ სიტის” მაისურით ასპარეზობდა. იგი კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, თუმცა როგორც ინგლისური პრესა წერს, პორტუგალიელს მთავარ მწვრთნელთან, პეპ გუარდიოლასთან კონფლიქტი ჰქონდა.