"ევროპაში ძალიან ცოტა შავკანიანი მწვრთნელია" - კლარენს ზეედორფი » სპორტის ხაზი

"ევროპაში ძალიან ცოტა შავკანიანი მწვრთნელია" - კლარენს ზეედორფი

"ევროპაში ძალიან ცოტა შავკანიანი მწვრთნელია" - კლარენს ზეედორფი
25-09-2022, 19:04
Aa Aa
გაზიარება:

კლარენს ზეედორფი "მილანში" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2014 წლის იანვარში დაინიშნა და თანამდებობა სულ რაღაც 4 თვის შემდეგ დატოვა, რის შემდეგაც ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ჩინეთს მიაშურა, სადაც ადგილობრივი "შენჟენის" გაწვრთნა დაიწყო. აზიურ თავგადასავლებს თან მოსდევდა ესპანეთი, კერძოდ "დეპორტივო", შემდეგ კი კამერუნის ეროვნული ნაკრები.

Football Italia-სთან საუბრისას ზეედორფმა თქვა: "ჩემს თავს ვკითხე, თუ რატომ არ მქონდა სხვა შემოთავაზებები იტალიაში მილანის გაწვრთნის შემდეგ, ჩემი ორივე შვილი აქ დაიბადა. ჩემი აზრით, იტალია რასისტული ქვეყანა არ არის და ამას ყოველთვის ვამტკიცებდი. შესაძლოა, რასისტები მსოფლიოში არიან, მაგრამ აქ არა. თუ დაუკვირდებით, მიხვდებით, რომ ვინც მილანში ჩემს შემდეგ ჩავიდა სამსახური ძალიან მალე იპოვა, თუმცა მე შემოთავაზება საერთოდ არ მიმიღია. ერთადერთი წერილი რაც მივიღე ისაა, რომ მათ არ სურდათ ჩემთვის შემოთავაზების გაკეთებით შეურაცხყოფის მოყენება. იცით რა, შემომთავაზეთ და თავად გადავწყვეტ გავბრაზდე თუ არა".

ზეედორფი განაგრძობს: "ეს ყველაფერი მხოლოდ იტალიას არ ეხება, ჩინეთშიც საკმაოდ ცოტა შავკანიანი მწვრთნელია. აზიაში იმიტომ წავედი, რომ ყველა შესაძლო ვარიანტს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. მე ის მაწუხებს, რომ მილანში ჩემი გამოცდილების შემდეგ, ერთი ზარიც კი არ მიმიღია. ფეხბურთი საზოგადოებას ასახავს, თანასწორობა კი ჩემი ცხოვრებისეული პრიორიტეტი და მისიაა, რაც დიდი ხანია გათავისებული მაქვს".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი