'იგი ნამდვილად იმსახურებს -100 კგ წონითი კატეგორიის პირველ ნომერს' - JUDOINSIDE სულამანიძეზე » სპორტის ხაზი

'იგი ნამდვილად იმსახურებს -100 კგ წონითი კატეგორიის პირველ ნომერს' - JUDOINSIDE სულამანიძეზე

'იგი ნამდვილად იმსახურებს -100 კგ წონითი კატეგორიის პირველ ნომერს' - JUDOINSIDE სულამანიძეზე
30-01-2023, 13:56
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, 2023 წლის პირველ შეჯიბრზე, პორგულიის გრან პრიზე ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ ბრწყინვალედ იასპარეზა და ოქროს მედლის მოპოვებაც მოახერხა.

ამ ფაქტს ძიუდოს ყველაზე გავლენიანი გამოცემა Judoinside გამოეხმაურა, რომელმაც ახალგაზრდა სპორტსმენი კიდევ ერთხელ შეაქო და განაცხადა, რომ ილია მსოფლიოს პირველი ნომერის სტატუსს აუცილებლად იმსახურებს.

"2023 წლის პირველ შეჯიბრზე -100 კგ წონითი კატეგორია ყველაზე სანახაობრივი გამოდგა, რადგან -100 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი, ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაბრუნდა.

პორტუგალიაში კრპალეკმა გადაწყვიტა დაეწყო ახალი გამოწვევა, დაბრუნებულიყო თავის საყვარელ წონით კატეგორიაში და ყველაფერი თავიდან დაეწყო. თუ გამოწვევა ცოტა გიჟურად გვეჩვენება, ჩვენ ვიცნობთ კაცს, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს ამ გამოწვევას.

ნახევარფინალში ილია სულამანიძის წინააღმდეგ 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ვერაფერს გახდა. დაბრუნებისთვის ცუდი შედეგი არ არის, მით უმეტეს, როცა იცი ქართველის ფასი, რომელმაც გასული წლის დეკემბერში იერუსალიმში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. მოკლედ, ლუკაშ კრპალეკი ჯერ არ არის ისეთი სუპერდომინანტი, როგორიც წარსულში იყო 100 კგ წონით კატეგორიაში.


'იგი ნამდვილად იმსახურებს -100 კგ წონითი კატეგორიის პირველ ნომერს' - JUDOINSIDE სულამანიძეზე

ილიამ ფინალი 1 წუთსა და 17 წამში მოიგო

ამიტომაც, ახალგაზრდა ილია სულამანიძემ კრპალეკის დამარცხების შემდეგ ფინალში ასპარეზობა მოიპოვა, სადაც კიდევ უფრო ახალგაზრდა იაპონელ დოტა არაის შეხვდა და მარტივად 2-ვაზარით გაიმარჯვა. ილია სულამანიძის ეს ოქროს მედალი ჰგავს იმის დადასტურებას, რომ იგი ნამდვილად იმსახურებს -100 კგ წონითი კატეგორიის პირველ ნომერს.

არ შეიძლება არ აღინიშნოს 2022-წლის შუა პერიოდიდან ილია სულამანიძის დიდებული ასპარეზობა, რომელიც იმაშიც კი გამოიხატება, რომ წონის ლიდერია. როგორც იქნა მან საკუთარი სიძლიერისა და თავის ირწმუნა, 21 წლის ქართველ ბიჭს აქვს იმის პოტენციალი, რომ წინ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები და კარიერა ჰქონდეს." - ვკითხულობთ სტატიაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი