“მამარდაშვილი ვალენსიას გიგანტია” - რას წერს ესპანური მედია ქართველ მეკარეზე » სპორტის ხაზი

“მამარდაშვილი ვალენსიას გიგანტია” - რას წერს ესპანური მედია ქართველ მეკარეზე

“მამარდაშვილი ვალენსიას გიგანტია” - რას წერს ესპანური მედია ქართველ მეკარეზე
30-01-2023, 11:18
Aa Aa
გაზიარება:

“ვალენსიასა” და “ვალიადოლიდის” მატჩის შემდგომ
გავლენიანი ესპანური გამოცემა, Superdeporte გიორგი მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა და ქართველ მეკარეს საკმაოდ ვრცელი სტატია მიუძღვნა.

“შეხვედრის სტარტზე, ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს გიორგის მშვიდი მატჩი ელოდა. ვალენსია დომინირებდა და მეტოქის შეტევებს სწრაფად ახშობდა. ქართველი მეკარე საკუთარ საჯარიმოში თავს კომფორტულად გრძნობდა და მისი ერთადერთი გამოწვევა ბურთის თამაშში შეყვანისას საუკეთესო ვარიანტის პოვნა იყო. ეს მისთვის სერიოზული საკითხია და თუ გატუზოს პოსტი არ დაატოვებინეს, ფეხით თამაში და იერიშების უკნიდან დაწყება ვალენსიას საფეხბურთო ფილოსოფიის ნაწილი მომავალშიც იქნება.

მეორე ტაიმში დადგა დრო, როცა მამარდაშვილს ვალენსიას გადარჩენა რამდენჯერმე მოუწია. 20 წუთის განმავლობაში, მან 4 სეივი მიითვალა, თუმცა ვალიადოლიდის გოლის ეპიზოდში, ვერაფერს იზამდა და ვალენსიამ ქულები ხელიდან მაინც გაუშვა. მამარდაშვილი გიგანტი იყო, მაგრამ მანაც ვერ აირიდა მარცხი, რომელიც ღამურების სუსტმა დაცვის ხაზმა განაპირობა.

„მამარდაშვილის სასწაულები ხოსე სორილას სახელობის სტადიონზე. ვალენსიას მეკარე რამდენიმე წუთით სუპერ გმირი იყო და ეს განსაკუთრებით მეორე ნახევარს ეხება, თუმცა, დაცვის ხაზის არაეფექტურობა უდიდესი ტვირთი აღმოჩნდა და ვალენსია მარცხს ვერ გადაურჩა” - წერს Superdeporte.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.