ჯოვანი სიმეონე : 'ამაზე არ გავჩერედებით, წინსვლას გავაგრძელებთ' » სპორტის ხაზი

ჯოვანი სიმეონე : 'ამაზე არ გავჩერედებით, წინსვლას გავაგრძელებთ'

ჯოვანი სიმეონე : 'ამაზე არ გავჩერედებით, წინსვლას გავაგრძელებთ'
30-01-2023, 02:09
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ს მე-20 ტურში ნაპოლი რომას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 იმარჯვა. გოლების გატანა ვიქტორ ოსიმენმა, ელ შაარავიმ და ჯოვანი სიმეონემ მოახერხეს.

აღსანიშნავია, სიმეონეს გოლი, რომელიც შეცვალაზე შემოვიდა და მე-80 წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა. ამ გოლით ნაპოლიმ დღევანდელი შეხვედრა მოიგო.

მატჩის დასრულების შემდეგ არგენტინელმა ფორვარდმა მედიასთან ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ ეს გოლი მისთვის ემოციური იყო.

"რომასთან თამაში ადვილი არ არის. თუმცა, გულშემატკივრების ასეთი ემოციები განსაკუთრებულია. ბედნიერი ვარ, რომ გოლის გატანა და მათი გახარება მოვახერხე.

ეს უმნიშვნელოვანი ქულები იყო ჩვენთვის. ამაზე არ გავჩერედებით, წინსვლას გავაგრძელებთ და ამას ნაპოლის გულშემატკივრებისთვის გავაკეთებთ."
- განაცხადა პარტენოპეის ფეხბურთელმა.

გეტყვით იმასაც, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრას 5 თებერვალს სპეციას წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი