კიდევ ერთი საგოლე მოქმედება - ქართველი სერია A-ს საუკეთესო ასისტენტია » სპორტის ხაზი

კიდევ ერთი საგოლე მოქმედება - ქართველი სერია A-ს საუკეთესო ასისტენტია

კიდევ ერთი საგოლე მოქმედება - ქართველი სერია A-ს საუკეთესო ასისტენტია
30-01-2023, 00:40
Aa Aa
გაზიარება:

ამ წუთებში მინდინარეობს სერია A-ს მე-20 ტურის ცენტალური შეხვედრა, სადაც ნაპოლი რომას, ანგარიშით 1:0 ამარცებს.

გოლის გატანა პარტენოპეის რიგებიდან ვიქტორ ოსიმენმა მოახერხა, რომელმაც მე-17 წუთზე რუი პატრისიოს აუღებელი დაურტყა.

აღსანიშნავია, რომ ამ გოლში მონაწილეობა ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამაც მიიღო, რომელმაც ულამაზესი საგოლე გადაცემა შემოგვთავაზა.

ამ საგოლე მოქმედებით 21 წლის შემტევს იტალიის ჩემპიონატში 8 ასისტი დაუგროვდა, რაც სერია A-ს მიმდინარე სეზონში სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩთან ერთად საუკეთესო შედეგია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი