გასავარდნი ზონის საფრთხე | სად შეგეძლებათ მამარდაშვილის თამაშის ყურება? » სპორტის ხაზი

გასავარდნი ზონის საფრთხე | სად შეგეძლებათ მამარდაშვილის თამაშის ყურება?

გასავარდნი ზონის საფრთხე | სად შეგეძლებათ მამარდაშვილის თამაშის ყურება?
29-01-2023, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, 17:00 საათზე ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩში გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ გუნდს, ვალიადოლიდს ესტუმრება.

პაჩეტას გუნდი ლა ლიგის მე-19 პოზიციას 17 ქულით იკავებს და შიდა ჩემპიონატში გატანილი გოლებით ბოლოდან მეორე ადგილზეა (13), მათ მხოლოდ ბოლოადგილოსანი ელჩე ჩამორჩებათ, რომელსაც ერთით ნაკლები გოლი აქვს გატანილი. ისიც უნდა ითქვას, რომ ვალიადოლიდი კატასტროფულ ფორმაშია, რასაც ადასტურებს ფაქტი, რომ ეს გუნდი ლა ლიგაში ზედიზედ 5 მატჩია მარცხდება.

რაც შეეხება ვალენსიას, ისინი გათამაშების ცხრილის მე-14 პოზიციას 20 ქულით იკავებენ. შესაბამისად, დღევანდელი მატჩის წაგების შემთხვევაში გაჩნდება შანსი, რომ "ღამურები" გასავარდნ ზონას კიდევ უფრო მიუახლოვდნენ, ეს კი ჯენარო გატუზოს თანამდებობიდან მოხსნის საკითხს მეტად აქტუალურს გახდის.

ამდენად, შეგვიძლია, რომ ვალიადოლიდისა და ვალენსიას პაექრობა გასავარდნი ზონის საფრთხის ელფერით შევამკოთ, სადაც დღევანდელი შეხვედრის მასპინძელი უკვე იმყოფება, სტუმარს კი, შეიძლება ანალოგიური ბედის გაზიარება მალევე მოუხდეს.

სხვათაშორის, აქვე უნდა ითქვას, რომ გიორგი მამარდაშვილს ვალიადოლიდის წინააღმდეგ არასდროს უთამაშია, რადგან როდესაც ქართველი ვალენსიაში გადაბარგდა, იმ მომენტში ვალიადოლიდი ქვედა ლიგაში ასპარეზობდა. ამიტომ, ქართველი მეკარე ვალიადოლიდის წინააღმდეგ სადებიუტო შეხვედრას გამართავს (გიორგი სასტარტო შემადგენლობაშია).

აქვე გეტყვით გვერდებსაც, სადაც თამაშისთვის თვალის მიდევნება შეგეძლებათ - იხილეთ ფოტოები.

გასავარდნი ზონის საფრთხე | სად შეგეძლებათ მამარდაშვილის თამაშის ყურება?

პირველი საყურებელი გვერდი



მეორე საყურებელი გვერდი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი