ბელგია რევანშისთვის ემზადება - შეძლებს ნიდერლანდების ნაკრები ოთხთა ფინალში გასვლას? » სპორტის ხაზი

ბელგია რევანშისთვის ემზადება - შეძლებს ნიდერლანდების ნაკრები ოთხთა ფინალში გასვლას?

ბელგია რევანშისთვის ემზადება - შეძლებს ნიდერლანდების ნაკრები ოთხთა ფინალში გასვლას?
25-09-2022, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, თბილისის დროით 22:45-ზე, "ერთა ლიგის" ეგიდით საკმაოდ საინტერესო და დაძაბული მატჩია ჩანიშნული. აღნიშნულ დაპირისპირებაში, ნიდერლანდების ნაკრები მეზობელ ბელგიას შეხვდება, რომელთანაც სტუმრად 1-4 გამარჯვების შემდეგ, ლუის ვან გაალის გუნდი განმეორებით მატჩს გამართავს.

დღევანდელი მონაცემებით, ვან გაალის გუნდი პირველ პოზიციას 13 ქულით იკავებს, რომელსაც ბელგიელები მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან. შესაბამისად, დღევანდელი მატჩი გადაწყვეტს იმას, თუ ვინ მოიპოვებს ოთხთა ფინალის საგზურს. საგულისხმოა, რომ ბელგიელებს გამარჯვება სჭირდებათ, თანაც სამი ბურთით, რაც ვან გაალის ფორმაციის ნაკრებთან საკმაოდ რთული საქმეა, რადგან ნიდერლანდელებს უკვე 14 მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდათ. საინტერესოა, რომ ბელგიელებს დღევანდელი მეტოქეები სამბურთიანი სხვაობით შორეულ 1920 წელს, ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში ჰყავთ დამარცხებული.

ამდენად, რობერტო მარტინესის გუნდს საუკუნის წინანდელი შედეგის განმეორება და ნიდერლანდების დამაჯერებლად დამარცხება მოუწევს, რათა ბელგიასთან ერთად ოთხთა ფინალის მოგება კიდევ ერთხელ სცადოს.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ოთხთა ფინალის საუკეთესო მაჩვენებელი მე-2 ადგილია, ხოლო ბელგიელთა მე-4.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი