"დავბრუნდები თუ ბარსელონა დამირეკავს" | პეპ გვარდიოლა » სპორტის ხაზი

"დავბრუნდები თუ ბარსელონა დამირეკავს" | პეპ გვარდიოლა

"დავბრუნდები თუ ბარსელონა დამირეკავს" | პეპ გვარდიოლა
27-01-2023, 19:40
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისური მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ თავის ყოფილ გუნდში, ბარსელონაში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა, სადაც მან აღნიშნა, რომ კატალონიური კლუბი მისი სახლია:

"ვფიქრობ, მიკელ არტეტაც ზუსტად იმავეს გრძნობს, რასაც მე. ამ ეტაპზე მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი ვარ, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა სად ვიქნები, თუ ბარსელონადან დამირეკავენ დასაბრუნებლად მზად ვიქნები, რადგან ეს ჩემი სახლია." - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

როგორც იცით, დღეს FA Cup-ის 1/16 ფინალში მანჩესტერ სიტი და არსენალი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, გვარდიოლამ კი ეს სიტყვები სწორედ ამ თამაშისთვის განკუთვნილ პრესკონფერენციაზე თქვა.

შეგახსენებთ, რომ "ქალაქელების" ამჟამინდელი დამრიგებელი ბარსელონას 2008-2012 წლებში წვრთნიდა, რა დროშიც მან ჩემპიონთა ლიგის მოგება ორჯერ, 2009 და 2011 წლებში მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი