სრული უმრავლესობით | სერია A-ს მწვრთნელებმა სეზონის აღმოჩენად კვარა დაასახელეს! » სპორტის ხაზი

სრული უმრავლესობით | სერია A-ს მწვრთნელებმა სეზონის აღმოჩენად კვარა დაასახელეს!

სრული უმრავლესობით | სერია A-ს მწვრთნელებმა სეზონის აღმოჩენად კვარა დაასახელეს!
27-01-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ ITALPRESS-ის გამოკითხვის შესახებ დაიწერა, რომელმაც სერია A-ს მწვრთნელებს სთხოვა, რომ სეზონის მთავარი აღმოჩენა და ყველასგან გამორჩეული ფეხბურთელი დაესახელებინათ.

როგორც გაირკვა, ამავე გამოკითხვაში მონაწილეობა იტალიის ჩემპიონატის 17-მა მწვრთნელმა მიიღო, ხოლო კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი რომას, ლაციოსა და მონცას მწვრთნელებმა შეიკავეს.

აღსანიშნავია, რომ ინტერის, მილანის, ფიორენტინას, ბოლონიას, სასუოლოს, სპეციას, კრემონეზეს, ტორინოს, უდინეზესა და ვერონას მწვრთნელებს, მათ სეზონის აღმოჩენად ხვიჩა კვარაცხელია მოიხსენიეს.

რაც შეეხება თავად ქართველის დამრიგებელს, მან ემპოლის ფეხბურთელის, ტომასო ბალდანცის ვარიანტი აირჩია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი