VIDEO: "მოდი აქ, ჩქარა!" | განრისხებული გატუზო მამარდაშვილს ეჩხუბება » სპორტის ხაზი

VIDEO: "მოდი აქ, ჩქარა!" | განრისხებული გატუზო მამარდაშვილს ეჩხუბება

VIDEO: "მოდი აქ, ჩქარა!" | განრისხებული გატუზო მამარდაშვილს ეჩხუბება
27-01-2023, 17:55
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, 23:00 საათზე გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ კოპა დელ რეის 1/4 ფინალური მატჩი ერნესტო ვალვერდეს ბილბაოს ატლეტიკთან გამართა, სადაც მასპინძლები 1:3 დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მეკარე კვლავაც ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა, თუმცა მის ანგარიშზე არცერთი მოგერიებული ბურთი არ ყოფილა. ალბათ, ეს ლოგიკურიცაა, რადგან ბასკებმა სამივე დარტყმა (აქედან ერთი პენალტი) იდეალურად შეასრულეს, სადაც მეკარეს ნამდვილად ვერ დავადანაშაულებდით.

ესპანურმა ვებგვერდმა, კერძოდ Eldsemarque-მ ჯენარო გატუზოსა და გიორგი მამარდაშვილის კადრები გაავრცელა, რომელიც მასპინძელთა გამათანაბრებელი გოლის შემდეგაა გადაღებული. ვიდეოში ჩანს, რომ იტალიელი სპეციალისტი ქართველ მეკარეს რაღაცას განრისხებით უხსნის და ახალ მითითებებს აძლევს. როგორც ჩანს, გატუზოს გიორგისგან რაღაცების შეცვლა სურდა - იხილეთ ვიდეო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი