კვარაცხელია ინძაგიმაც გამოარჩია - ხვიჩა სერია A-ს მწვრთნელებმა პირველი წრის აღმოჩენად დაასახელეს » სპორტის ხაზი

კვარაცხელია ინძაგიმაც გამოარჩია - ხვიჩა სერია A-ს მწვრთნელებმა პირველი წრის აღმოჩენად დაასახელეს

კვარაცხელია ინძაგიმაც გამოარჩია - ხვიჩა სერია A-ს მწვრთნელებმა პირველი წრის აღმოჩენად დაასახელეს
27-01-2023, 14:51
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ს მწვრთნელებმა ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის პირველი წრის წლის აღმოჩენად დაასახელეს, ხოლო "ნაპოლი" სეზონის სიურპრიზად. ტრადიციული გამოკითხვა ITALPRESS-მა ჩაატარა.

სააგენტომ მწვრთნელებს სამი შეკითხვა დაუსვა: 1. რომელი გუნდია ჩემპიონატის აღმოჩენა; 2. რომელი მოთამაშეა ჩემპიონატის აღმოჩენა; 3. ვინ მოიგებს ჩემპიონატს.

გამოკითხვაში სერია A-ს 20 მწვრთნელიდან 17 მონაწილეობდა – პასუხების გაცემა მხოლოდ "ლაციოს", "მონცასა" და "რომას" მწვრთნელებმა არ ისურვეს.

კვარაცხელიას ხმა მისცა 17-დან 10-მა მწვრთნელმა, 2-მა ბალდანძი (ემპოლი) დაასახელა, ხოლო თითო-თითო ხმა ჰქონდათ სკალვინის, ბაშიროტოს, კარლოს აუგუსტოსა და ოსიმენს.

კვარაცხელია ინძაგიმაც გამოარჩია - ხვიჩა სერია A-ს მწვრთნელებმა პირველი წრის აღმოჩენად დაასახელეს

ოსიმენის და კვარას დუეტი ამ სეზონში გამორჩეულია

საქართველოს ნაკრების ლიდერი დაასახელა ტიაგო მოტამ (ბოლონია), დევიდ ბალარდინიმ (კრემონეზე), ვინჩენცო იტალიანომ (ფიორენტინა), სიმონე ინძაგიმ (ინტერი), სტეფანო პიოლიმ (მილანი), ალესიო დიონისიმ (სასუოლო), ლუკა გოტიმ (სპეცია), ივან იურიჩმა (ტორინო), ანდრეა სოტილიმ (უდინეზე), მარკო ძაფარონიმ (ვერონა), ხოლო "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ თავისი გუნდი და მოთამაშეები შეგნებულად არ დაასახელა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი