ნაპოლი რომას წინააღმდეგ - calciomercato გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს გვთავაზობს » სპორტის ხაზი

ნაპოლი რომას წინააღმდეგ - calciomercato გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს გვთავაზობს

ნაპოლი რომას წინააღმდეგ - calciomercato გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს გვთავაზობს
27-01-2023, 13:56
Aa Aa
გაზიარება:

29 იანვარს, სერია A-ს მე-20 ტურის ცენტალური შეხვედრა გაიმართება, სადაც "ნაპოლი" "რომას" დაუპირისპირდება და მეტოქის სიძლიერის მიუხედავად მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებას შეეცდება.

ამ თამაშს უფრო განსაკუთრებულს კი სატურნირო მდგომარეობა ქმნის - "ჯალაროსი" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, ხოლო პარტენოპეი სკუდეტოსკენ მიიწევს, რისი მოგების შანსიც, "რომასთან" დამარცხების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება.

მატჩამდე ორი დღით ადრე კი ცნობილი იტალიური გამოცემა calciomercato გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს გვთავაზობს, სადაც ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც ფიგურირებს.

ნაპოლი რომას წინააღმდეგ - calciomercato გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს გვთავაზობს

ნაპოლი (4-3-3) : მერეტი ; დი ლორენცო, ბრაჰმანი, კიმ მინ-ჯე, მარიო რუი ; ზამბო ანგისა, ლობოტკა, ზელენსკი ; პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია



რომა (3-4-2-1) : რუი პატრისიუ ; მანჩინი, სმოლინგი, იბანიესი; ზალევსკი, კრისტანტე, მატიჩი, სპინაძოლა; დიბალა, პელეგრინი, აბრაჰამი


შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა 29 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე არის ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი