რუსი კომენტატორი: “ხვიჩა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ…” » სპორტის ხაზი

რუსი კომენტატორი: “ხვიჩა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ…”

რუსი კომენტატორი: “ხვიჩა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ…”
27-01-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილმა რუსმა კომენტატორმა, გენადი ორლოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელია ლუჩანო სპალეტისთან მუშაობის პერიოდში უფრო მეტს სწავლობს, ვიდრე ეს “რუბინში” ლეონიდ სლუცკისთან მოახერხა.

“ხვიჩა ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ მისი ანდრეი შევჩენკოსთან შედარება ნაადრევია. მას გაუმართლა, რომ იტალიაში საქართველოს გავლით ჩავიდა. “კვარას” სანაცვლოდ ფული ქართულმა მხარემ მიიღო და არა ჩვენმა აგენტებმა.

კვარაცხელია სიმაღლეში 5-7 სანტიმეტრით გაიზარდა, ბევრს დარბის, ძალიან სწრაფია და რაც მთავარია – მეტოქის მოტყუების არ ეშინია. ეს ქართველებმა კარგად იციან. შეგიძლიათ მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი გაიხსენოთ. მათი ტრადიციები თაობიდან თაობას გადაეცემა.
წავიკითხე, რომ “სიტი” მზადაა ქართველის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადოს. ეს ყველაფერი ცოტა სასაცილოა, “კვარამ” “ნაპოლი” არ უნდა დატოვოს, ის იქ გმირია.

კვარაცხელია და ოსიმენი მოედანზე ერთმანეთს ძალიან კარგად უგებენ. ეს “იუვენტუსთანაც” გამოჩნდა, როდესაც ქართველმა ნიგერიელს ბრწყინვალე საგოლე პასი გაუკეთა. სლუცკიმ “რუბინში” ხვიჩას ვერ მისცა ის, რაც მას სჭირდებოდა, მაგრამ, როდესაც ახალგაზრდა შემტევი სპალეტის ხელში აღმოჩნდა, მაშინვე გაუმჯობესება დაიწყო. ხვიჩამ თავისი ნიჭისთვის შესაფერისი მწვრთნელი იპოვა” – განაცხადა ორლოვმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი