როგორც იცით, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებთან ერთად A ჯგუფში ესპანეთი, ნორვეგია, შოტლანდია და თემურ ქეცბაიას კვიპროსი მოხვდნენ.
ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრას 28 მარტს საშინაო კედლებში გამართავს, მეტოქე კი ერლინგ ჰოლანდის ნორვეგია იქნება. სწორედ ნორვეგიელთა მთავარმა მწვრთნელმა, სტალე სოლბაკენმა ისაუბრა ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ ისინი ქართველს აკონტროლებენ:
"ხვიჩა თავის პოზიციაზე ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეულია. ის განსაკუთებით კარგია, როდესაც ერთი ერთზე უტევს, ასევე გამოვარჩევდი მის დამაგვირგვინებელ ფაზასაც. ვფიქრობ, ნაპოლიში შედარებით სიღრმიდან თამაშობს, ნაკრებში კი სრული თავისუფლება ეძლევა ხოლმე. ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ რა დღე აყარა მან ესპანეთსა და შვედეთს წინა საკვალიფიკაციო ეტაპზე, ახლა კი უფრო განვითარებულია."
"ჩვენ ამ ბიჭს ფურცელზე ვაკონტროლებთ, თუმცა მეტი უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ გავანეიტრალოთ ის უშუალოდ მოედანზე. ხვიჩა კვარაცხელიას პრობლემების შექმნა არამარტო ჩვენთვის, არამედ სხვისთვისაც შეუძლია, ისევე როგორც ზოგადად საქართველოს ნაკრებს. ალბათ, ეს ჩვენთვის კარგიც უნდა იყოს." - სტალე სოლბაკენი.