მსოფლიოს TOP 100 | რომელ ადგილზე გაიყვანა ხვიჩა კვარაცხელია The Guardian-მა? » სპორტის ხაზი

მსოფლიოს TOP 100 | რომელ ადგილზე გაიყვანა ხვიჩა კვარაცხელია The Guardian-მა?

მსოფლიოს TOP 100 | რომელ ადგილზე გაიყვანა ხვიჩა კვარაცხელია The Guardian-მა?
26-01-2023, 15:40
Aa Aa
გაზიარება:

2022/2023 წლების სეზონში უამრავი გამორჩეული ფეხბურთელია, რომელთა შორისაც ხვიჩა კვარაცხელიასაც ვხვდებით.

ამას ადასტურებს The Guardian-ის რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებული სია, სადაც მათ მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელი მოახვედრეს.

აღსანიშნავია, რომ ქართველი გარემარბი ამ სიის მე-40 ადგილს იკავებს, რაც ზემოაღნიშნულმა გამოცემამ შემდეგნაირად ახსნა:

"ნაპოლიმ ქართველ ფეხბურთელში სულ რაღაც 10 მილიონი ევრო გადაიხადა, ახლა კი ისე ჩანს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი გარიგება გამოდგა. ხვიჩა კვარაცხელიას გოლებისა და საგოლე გადაცემების ჭექა-ქუხილის გამო, ნაპოლის ბრწყინვალე შანსი გაუჩნდა, რომ 30 წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო ისევ მოიგოს."

"ამ ბიჭის მეტსახელი, კერძოდ კვარადონა, მასზე ყველაფერს ამბობს."
- The Guardian.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი