“მილანის” ვეტერანმა შემტევმა, შვედმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიში კილიან მბაპესა და არგენტინის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონობაზე ისაუბრა.
მისი აზრით, მესი მსოფლიოს ჩემპიონობას იმსახურებდა, მაგრამ ვინაიდან არგენტინელ ფეხბურთელებთა ნაწილი ცუდად იქცეოდნენ დამათ პატივს არ სცემს.
”საფრანგეთი მიყვარს, ამ ქვეყანაში 4 წელი გავატარე და ფრანგული ფეხბურთი მსოფლიო დონეზე ავიყვანე. ეს არ არის ქედმაღლობა, ეს თავდაჯერებულობაა.
მბაპე? მასზე არ ვღელავ, ის ნამდვილად მოიგებს მსოფლიოს ჩემპიონატს კიდევ ერთხელ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ კატარში არგენტინა მოიგებდა. მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა და მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებით კიდევ უფრო დაამახსოვრდებათ, მაგრამ რაც შეეხება დანარჩენებს? როგორც პროფესიონალი, არ შემიძლია პატივი ვცე მათ, ვინც ასე იქცევა” - განაცხადა იბრამ.