იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, კრიშტიანუ რონალდუმ ტურინის "იუვენტუსს" უჩივლოს. ყოველივე აღნიშნულის მიზეზი აუნაზღაურებელი თანხაა.
როგორც გავრცელებული ცნობები გვეუბნება, პორტუგალიელ შემტევს კუთვნილი 19.9 მილიონი ევრო არ მიუღია. ეს თანხა კრიშტიანუს კლუბთან დადებული საიდუმლო შეთანხმებით უნდა გადასცემოდა.
2022 წლის 23 მარტს ტურინელმა სამართალდამცველებმა ადვოკატის, ფედერიკო რესტანოს ოფისში აღმოაჩინეს საიდუმლო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც “ბებერი ქალბატონი” რონალდუს 19.9 მილიონ ევროს შეპირდა.