გარიგება შედგა - "ბარსელონამ" გიუნდოგანთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა » სპორტის ხაზი

გარიგება შედგა - "ბარსელონამ" გიუნდოგანთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა

გარიგება შედგა - "ბარსელონამ" გიუნდოგანთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა
25-01-2023, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

"ბარსელონამ" "მანჩესტერ სიტიდან" გერმანელი ნახევარმცველის, ილქაი გიუნდოგანის ტრანსფერი შეათანხმა. გარიგება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას განხორციელდება.

ჟურნალისტ ხოსე ალვარეს გაიას ინფორმაციით, კატალონიური კლუბი 32 წლის ფეხბურთელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს, რადგან გერმანელს ზაფხულში "სიტისთან" კონტრაქტი ეწურება.

როგორც აღნიშნავენ, გიუნდოგანს მიაჩნია, რომ მისი დრო ინგლისურ კლუბში ამოიწურა და ესპანეთში თამაში მისი საფეხბურთო კარიერისთვის იდეალური იქნება.

შეგახსენებთ, გერმანელი "სიტიში" 2016 წლიდან თამაშობს, ამ სეზონზე კი მის ანგარიშზე 25 ოფიციალურ მატჩში ორი გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი