პოლონეთის საფეხბურთო ფედერაციის ცნობით, მათ ნაკრებს სათავეში ფერნანდო სანტუში ჩაუდგება. ახალ მწვრთნელს პოლონელები ოფიციალურად დღეს, 24 იანვარს წარადგენენ. მხარეებს შორის შეთანხმება 2026 წლამდე გაფორმდება.
სპეციალისტი 2014-2022 წლებში პორტუგალიის ნაკრებში მუშაობდა. მათ 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგეს, ხოლო 2019 წელს ერთა ლიგა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალში მაროკოსთან მარცხის შემდეგ სანტუშმა თანამდებობა დატოვა.