ინგლისური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედი” დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერით ინტერესდება და აღნიშნულ საქმეზე მუშაობას ზაფხულის სატრანსფერი ფანფრის პერიოდში გეგმავს.
სერბი შემტევი ტურინის “იუვენტუსს” გასული წლის იანვარში შეუერთდა “ფიორენტიდან” და გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. დუშანს ამჟამად ტრავმა აწუხებს. მის დაბრუნებას “მონცასთან” მატჩისათვის უნდა ველოდოთ.
ბოლო პერიოდში ვლაჰოვიჩს არაერთი მსურველი გამოუჩნდა პრემიერ ლიგიდან, მათ შორის ის “არსენალი,” რომელსაც სერბი დიდი ხანია სურს. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები.