ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ჯიუ-ჯიცუს ტურნირზე მიიღო მონაწილეობა, გამარჯვების შემდეგ კი ემოციურუ განცხადება გააკეთა :
"მინდა უბრალოდ ვთქვა - მშვიდობა. დღეს ყველამ ვიცით, რომ რუსეთი უკრაინის აღებას ცდილობს. ისინი იმავეს აკეთებდნენ, რაც ჩემს ქვეყანას, საქართველოს გაუკეთეს. 21-ე საუკუნეში ჩვენ გვინდა მშვიდობა და არა ომი. არ გვინდა უკან, საბჭოთა კავშირში დაბრუნება. ჩვენ გვჭირდება თავისუფლება. საქართველო და უკრაინა ევროპისა და აშშ-ის მეგობრები არიან. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყნები ვართ, გვაქვს ჩვენი კულტურა და ტრადიციები.
ჩვენ ახლა აქ ვართ შეკრებილი, კარგი საღამო გვაქვს, ვერთობით, უკრაინაში კი ადამიანები იხოცებიან. ამ ყველაფერს რუსეთის მთავრობა აკეთებს. რუსეთი კორუმპირებული ქვეყანაა. ამის თქმა მინდოდა, ეს მაწუხებდა" - განაცხადა ქართველმა სპორტსმენმა.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილის მომავალი მეტოქე პიოტრ იანის დაუპირისპირდება, რომელსაც გამართულ ბრძოლებში შემდეგნაირი სტატისტიკა აქვს - 16-4 MMA ; 8-3 UFC.