"ქართველებს დაუმსახურებელ გამარჯვებას ვულოცავ" - ჩრდილოეთ მაკედონიელი ფეხბურთელი » სპორტის ხაზი

"ქართველებს დაუმსახურებელ გამარჯვებას ვულოცავ" - ჩრდილოეთ მაკედონიელი ფეხბურთელი

"ქართველებს დაუმსახურებელ გამარჯვებას ვულოცავ" - ჩრდილოეთ მაკედონიელი ფეხბურთელი
24-09-2022, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო დროს, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ურთიერთობა საკმაოდ დაიძაბა. ჯერ ჩვენმა მეტოქემ შეძლო ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატის კარის მოხურვა, გუშინ კი ქართველებმა წაართვეს ჩრდილოეთ მაკედონიელებს ფლეიოფში გასვლის შანსი. მოკლედ, თუ რამე უნდა გვენახა, ალბათ ყველაფერი ვნახეთ.

მიუხედავად ამისა, მწარე მარცხებს ყოველთვის ახლავს ემოციური კომენტარები, რაც დაგროვილი სიბრაზისგან დაცლას ემსახურება. სწორედ ასე, გუშინდელი მარცხის შემდეგ, კომენტარი მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა, კერძოდ კი ჯოკო ზაიკოვმა გააკეთა:

"ქართველებს დაუმსახურებელ გამარჯვებას ვულოცავ. მინდორზე დომინანტი გუნდი ჩრდ.მაკედონია იყო, მაგრამ მომენტების გოლად გარდასახვა ვერ მოვახერხეთ. ახლა ბულგარეთთან უნდა ვითამაშოთ, სადაც ფსიქოლოგიური პრობლემა ნამდვილად არ გვექნება. ჩვენ 3 ქულისთვის ვითამაშებთ".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.