სულ ცოტა ხნის წინ სერია A-ს მე-19 ტურის მატჩი დასრულდა “სალერნიტანასა” და “ნაპოლის” შორის. “პარტენოპეიმ” დი ლორენცოსა და ოსიმენის გოლებით იმარჯვა. აღნიშნული მატჩი პირველი წლის ბოლო შეხვედრა გახლდათ.
მაურისიო სარის ნეაპოლურ გუნდში მუშაობს პერიოდში კლუბის მიერ პირველი წრის ბოლოს დაგროვებულ ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 48-ს შეადგენდა. დღევანდელი გამარჯვებით “ნაპოლიმ” 50 ქულა დააგროვა. სპალეტის გუნდმა აღნიშნული მიღწევა გააუმჯობესა.