სერია A-ს მე-19 ტურში გათამაშების ლიდერმა "ნაპოლიმ" მორიგი დამაჯერებელი შეხვედრა შემოგვთავაზა და გასვლაზე "სალერნიტანა" ანგარიშით 0:2 დაამარცხა.
გოლის გატანა ჯერ 45-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ მოახერხა, რომელმაც ოჩოას აუღებელი დაურტყა, ხოლო 48-ე წუთზე "ნაპოლის" უპირატესობა ორ ბურთამდე ვიქტორ ოსიმენმა გაზარდა, რომელმაც ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატში მე-13 გოლი გაიტანა.
90 წუთის ამოწურვის შემდეგ, SofaScore-მა ფეხბურთელები ჩატარებული მატჩის მიხედვით შეაფასა. "ნაპოლის" რიგებში ყველაზე მაღალი შეფასებები ზამბო ანგისამ და დი ლორენცომ დაიმსახურეს (7.8)
ამ გამარჯვებით ლუჩანო სპალეტის ბიჭებმა 50 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილოსან "მილანთან" უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდეს.
მომდევნო შეხვედრას გუნდი 29 იანვარს, "რომას" წინააღმდეგ გამათავს, სადაც დიდი ალბათობით ხვიჩა კვარაცხელიასაც ვიხილავთ.