VIDEO: გიორგი გოჩოლეიშვილმა "შახტარის" მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა » სპორტის ხაზი

VIDEO: გიორგი გოჩოლეიშვილმა "შახტარის" მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა

VIDEO: გიორგი გოჩოლეიშვილმა "შახტარის" მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა
21-01-2023, 13:45
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი გოჩოლეიშვილმა თავის ახალ კლუბში, დონეცკის "შახტარში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა - უკრაინელები თურქულ შეკრებაზე ვენის "აუსტრიას" დაუპირისპირდნენ და 1:2 დამარცხდნენ.

დონეცკელთა მთავარმა მწვრთნელმა იგორ იოვიჩევიჩმა ორი შემადგენლობა გამოსცადა - გოჩოლეიშვილმა პირველი 45 წუთი ითამაშა და შესვენების შემდეგ შეცვალეს. ქართველი ახალწვეულის გარდა, დონეცკელთა კარს ალექსეი შევჩენკო იცავდა, რომელიც 2015 წელს ჯერ ქუთაისის "ტორპედოში" თამაშობდა, შემდეგ კი გორის "დილაში" გამოდიოდა.

მოსამზადებელ შეკრებაზე ეს "შახტარის" პირველი მატჩი იყო, ისევე როგორც პირველი თამაში იყო მიხაილო მუდრიკის გარეშე, რომელიც 100 მილიონ ევროდ ლონდონის "ჩელსიში" გადავიდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი