"ახლა ხვიჩასა და მანჩესტერ სიტის შორის სიტუაცია ასეთია" | მამუკა ჯუღელი » სპორტის ხაზი

"ახლა ხვიჩასა და მანჩესტერ სიტის შორის სიტუაცია ასეთია" | მამუკა ჯუღელი

"ახლა ხვიჩასა და მანჩესტერ სიტის შორის სიტუაცია ასეთია" | მამუკა ჯუღელი
21-01-2023, 11:28
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად იწერება, რომ პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით ინტერესდება.

ამავე ინტერესის რეალურობის დასადგენად, იტალიელმა ჟურნალისტებმა ქართველი ფეხბურთელის აგენტს კითხვები დაუსვეს, რაზეც მამუკა ჯუღელმა შემდეგი პასუხი გასცა:

"ახლა ჩვენთან და ნაპოლისთან განსაკუთრებული არაფერი ხდება. რეალურად, არსებობს დიდი შანსი, რომ იტალიის ჩემპიონატი მოვიგოთ. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის მოსაგებადაც ვიბრძვით, განა შეიძლება, რომ ასეთ დროს სხვა რამეზე იფიქრო?" - თქვა მამუკა ჯუღელმა.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი დღეს, 21:00 საათზე ითამაშებს, ამ შეხვედრას კი ხვიჩა კვარაცხელია ტემპერატურის გამო დააკლდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი