ოსიმენი: "ხვიჩა? არა, ის არ არის ყველაზე ტექნიკური ვისთან ერთადაც მითამაშია" » სპორტის ხაზი

ოსიმენი: "ხვიჩა? არა, ის არ არის ყველაზე ტექნიკური ვისთან ერთადაც მითამაშია"

ოსიმენი: "ხვიჩა? არა, ის არ არის ყველაზე ტექნიკური ვისთან ერთადაც მითამაშია"
20-01-2023, 13:19
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლის" თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ვრცელ ინტერვიუში, სხვა თემებთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

"ის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, ეს დაუჯერებელია. აქვს უნიკალური ტექნიკური შესაძლებლობები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ დავივიწყებ სხვა ტექნიკურ ფეხბურთელებს, ვისთან ერთადაც მითამაშია, როგორებიც არიან ლორენცო ინსინიე და დრის მერტენსი. ისინი ტექნიკურადაც ძალიან ძლიერები იყვნენ, მაგრამ კვარაცხელია ჯერ ახალგაზრდაა და ამის მიუხედავად, ახლანდელი გუნდის ერთ-ერთი საფუძველია. ის იმსახურებს ყველა ჯილდოს, რასაც იღებს და კიდევ უფრო მეტს ვუსურვებ, რადგან ეს მისთვის მხოლოდ დასაწყისია.

ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით მოედანზე, ის ძალიან მეხმარება და ერთად ძალიან კარგად ვთამაშობთ. ეს ორივესთვის მნიშვნელოვანია. ბედნიერი ვარ, რომ ის ნაპოლიში იზრდება. არ მგონია, რომ კვარაცხელიას იმაზე მეტი უნდა მოვთხოვოთ, ვიდრე აკეთებს. ამის მიუხედავად, ველი, რომ მომავალში უფრო მეტსაც შეძლებს."
– ამბობს პარტენოპეის ნიგერიელი თავდამსხმელი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, იტალიის ჩემპიონატში ვიქტორ ოსიმენის მონაგარი 12 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა (ვიქტორი საუკეთესო ბომბარდირია).

რაც შეეხება კვარაცხელიას, ქართველის ანგარიშზე 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი