მას შემდეგ რაც მანუელ ნოიერმა სერიოზული ტრავმა მიიღო, თხილამურებით სრიალისას ფეხი მოიტეხა, მიუნხენის “ბაიერნმა” კარის ახალი დარაჯის ძიება დაიწყო. ამიერიდან “რეკორდმაისტერის” კარს იან ზომერი დაიცავს.
მიუნხენელებმა შვეიცარიელთან კონტრაქტი გააფორმეს და ამის შესახებ ასევე ოფიციალურად გამოაცხადეს.
აქამდე ზომერი “გლადბახის” ღირსებას იცავდა.
“ბაიერნი დიდი და ძლიერი კლუბია, რომლის წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია და ვიცი მისი დონისა და ხიბლის შესახებ. ამაყი ვარ იმით, რომ დღეს ბაიერნის წევრი ვარ” - განაცხადა იანმა.