რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ამხანაგური შეხვედრა "ალ-ნასრსა" და "პსჟ" -ს შორის, სადაც როგორც მესიმ, ისე კრიშტიანო რონალდომ თავიანთი გოლები გაიტანეს.
შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი იყო. ფრანგულმა კლუბმა აქტიურად დაიწყო, რასაც მე-3 წუთზე ლეო მესის გოლი მოყვა. გაშვებული გოლის შემდეგ, "ალ-ნასრი" გააქტიურდა. შეხვედრის 36-ე წუთზე კეილორ ნავასის საჯარიმოში ჩაწოდებას, კრიშტიანო რონალდო გამოეხმაუარა, რომლის წინააღმდეგაც წესები დაირღვა - მსაჯმა პენალტი დანიშნა და რომელიც რონალდომ ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.
ამ გოლის შემდეგ, მესის მეტოქის კარი არ აუღია, კრიშტიანომ კი კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა - პორტუგალიელი 45 წუთზე ძელიდან ასხლეტილ ბურთს დაუხვდა და მატჩში ანგარიში ისევ საყაიმო გახადა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, sportline-მა ფეხბურთელები ჩატარებული შეხვედრის მიხედვით შეაფასა. სპორტულმა გამოცემამ კრიშტიანო რონალდოს 8.5 ქულა, ხოლო მესის 8.2 ქულა დაუწერა.