ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი მიღწევა! » სპორტის ხაზი

ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი მიღწევა!

ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი მიღწევა!
24-09-2022, 19:15
Aa Aa
გაზიარება:

უკვე ცხადზე ცხადია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებული თამაში და პროდუქტიული სტატისტიკა აღარ გვიკვირს, პირიქით, ველით კიდევაც მისგან მოწინავე პოზიციების შერხევას. ქართველ ტალანტზე მთელი მსოფლიო საუბრობს და ალოგიკური იქნებოდა სხვანაირად რომ ყოფილიყო..

აღსანიშნავია, რომ ქართველ ფეხბურთელს კიდევ ერთი მიღწევა აქვს: ხვიჩა კვარაცხელია "ერთა ლიგის" C დივიზიონის ერთპიროვნული ბომბარდირია (გოლი/საგოლე პასის სისტემით). 21 წლის ფეხბურთელმა ხუთ შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა, რასაც თან 3 საგოლე გადაცემაც დაურთო. მიუხედავად ამისა, საკმაოდ ახლოს იმყოფება თურქი ფეხბურთელი, კერძოდ სერდარ დურსუნი, რომლის ანგარიშზეც 4 გოლია, ხოლო მესამე პოზიციას ორი ფეხბურთელი, აბატ აიმბეტოვი და ანასტასიოს ბაკასეტასი იკავებენ, რომლებსაც სამ-სამი გოლი და თითო საგოლე პასი აქვთ ანგარიშზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი