"ჩემი მიზანი ქართველი გულშემატკივრების გახარებაა" - მერაბ დვალიშვილი მოახლოებულ მატჩზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ჩემი მიზანი ქართველი გულშემატკივრების გახარებაა" - მერაბ დვალიშვილი მოახლოებულ მატჩზე საუბრობს

"ჩემი მიზანი ქართველი გულშემატკივრების გახარებაა" - მერაბ დვალიშვილი მოახლოებულ მატჩზე საუბრობს
19-01-2023, 13:10
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, UFC-ის ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქის ვინაობა ცნობილია. იგი მომავალ ბრძოლაში პიოტრ იანის დაუპირისპირდება, რომელსაც გამართულ ბრძოლებში შემდეგნაირი სტატისტიკა აქვს - 16-4 MMA ; 8-3 UFC.

"ჩემი მიზანი ქართველი გულშემატკივრების გახარებაა" - მერაბ დვალიშვილი მოახლოებულ მატჩზე საუბრობს

დვალიშვილის სტატისტიკა : 15-4 MMA ; 8-2 UFC

მოახლოებულ ბრძოლაზე კომენტარი Setanta Sports-თან თავად მერაბ დვალიშვილმა გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ბრძოლის მოგებას და ქართველი გულშემატკივრების გახარებას შეეცდება.

"ფსიქოლოგიურად მზად ვარ და ყველაფერს გავაკეთებ. ჩემთვის დიდი მოტივაციაა ამ ბრძოლაში გამარჯვება და ქართველი გულშემატკივრების გახარება."

გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნული დაპირისპირება 12 მარტს, UFC Vegas 71-ზე შედგება. ბრძოლას ლას ვეგასი უმასპინძლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი