ტოტი: "ამ კლუბში თამაში ყველაზე მეტად მსურდა" » სპორტის ხაზი

ტოტი: "ამ კლუბში თამაში ყველაზე მეტად მსურდა"

ტოტი: "ამ კლუბში თამაში ყველაზე მეტად მსურდა"
20-01-2023, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სუპერთასის გუშინდელ მატჩს "ინტერსა" და "მილანს" შორის, რომელიც "ნერაძურის" გამარჯვებით დასრულდა, იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ფრენჩესკო ტოტი დაესწრო.

შეხვედრის შემდგომ Sport Mediaset-თან საუბრისას "რომას" ლეგენდამ აღნიშნა, რომ ყოფილი მოთამაშისთვის მსგავსი მატჩების ყურება დიდი სიამოვნებაა:

"ასეთ მატჩებს, მითუმეტეს, როცა დერბია, დიდი პასუხისმგებლობითა და სიმშვიდით უნდა მიუდგე, თუ გამარჯვება გსურს. ყოფილი მოთამაშისთვის ასეთი თამაშის ყურება დიდი სიამოვნებაა. დარწმუნებული ვარ, ყველას ენდომება მსგავსი მასშტაბის შეხვედრაში მონაწილეობა.

"ინტერი" თუ "მილანი?" "როსონერი" იყო ერთადერთი იტალიური კლუბი, რომელში თამაშიც მსურდა, რა თქმა უნდა, "რომას" შემდგომ.

შეგახსენებთ, რომ ტოტიმ საკლუბო კარიერის 24 წელი სწორედ იტალიის დედაქალაქურ კლუბში გაატარა. იგი ერთ დროს ახლოს იყო მადრიდის "რეალში" გადასვლასთან, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი