"ხვიჩამ დარბაზში ივარჯიშა, მისი ფანტაზია გუნდს აკლია" | La Gazzetta dello Sport » სპორტის ხაზი

"ხვიჩამ დარბაზში ივარჯიშა, მისი ფანტაზია გუნდს აკლია" | La Gazzetta dello Sport

"ხვიჩამ დარბაზში ივარჯიშა, მისი ფანტაზია გუნდს აკლია" | La Gazzetta dello Sport
18-01-2023, 20:45
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, კრემონეზესთან გამართული კოპა იტალიის 1/8 ფინალური შეხვედრა ხვიჩა კვარაცხელიამ გაციების გამო გამოტოვა.

თასიდან გამოვარდნის შემდეგ, იწერებოდა, რომ ქართველი ფეხბურთელი სალერნიტანასთან თამაშსაც დააკლდებოდა, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ, La Gazzetta dello Sport-მა დაწერა, რომ კვარამ დარბაზში ივარჯიშა და მისი თამაშის ალბათობა სულ უფრო და უფრო იზრდება:

"სპალეტის გუნდის მიზანი ისაა, რომ კოპა იტალიიდან გამოვარდნის შემდეგ, ხასიათი სერია A-ში სალერნიტანასთან მოგებით გამოისწოროს. თუ ნეაპოლელები მეტოქეს დაამარცხებენ და თავს 50 ქულას მოუყრიან, ეს იქნება პირველი შემთხვევა მათ საფეხბურთო ისტორიაში, როდესაც პირველ წრეს 50 ქულით დახურავენ."

"კვარა აქ არის - ეს ნამდვილად კარგად ჟღერს. ხვიჩა კვარაცხელიამ დილით დარბაზში ივარჯიშა, შესაბამისად, მისი გრიპი არც ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, რომ ქართველი საწოლში უფრო დიდი ხნით შეენარჩუნებინა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას თამაშის ტემპი არ დაუკარგავს და შაბათს მატჩში მონაწილეობას მიიღებს. ნაპოლიმ მწარე მარცხის შემდეგ, ჩემპიონატი გამარჯვებით უნდა განაახლოს, KK77-ის ფანტაზია კი გადამწყვეტ ფაქტორს ითამაშებს."
- დაწერა იტალიურმა გაზეთმა.

ცნობისთვის, იმ გუნდებმა, რომლებმაც ჩემპიონატის პირველი წრე 50 ქულით დაასრულეს, ტურნირი საბოლოოდ ჩემპიონობით დააგვირგვინეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი