"ნაპოლის" დამარცხების შემდეგ - ვის შეხვდება ლოჩოშვილის "კრემონეზე" კოპა იტალიის 1/4 ფინალში » სპორტის ხაზი

"ნაპოლის" დამარცხების შემდეგ - ვის შეხვდება ლოჩოშვილის "კრემონეზე" კოპა იტალიის 1/4 ფინალში

"ნაპოლის" დამარცხების შემდეგ - ვის შეხვდება ლოჩოშვილის "კრემონეზე" კოპა იტალიის 1/4 ფინალში
20-01-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, კოპა იტალიის 1/8 ფინალურ ეტაპზე სენსაცია ვიხილეთ - სასწაულ ფორმაში მყოფი "ნაპოლი" სერია A-ში შედეგებით ყველაზე სუსტმა გუნდმა "კრემონეზემ" გააგდო, სადაც ლუკა ლოჩოშვილიც გამოდის (ქართველს გუშინდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია).

ბევრისთვის გასაკვირად შეხვედრის სტარტზე უპირატესობა "კრემონეზემ" მოიპოვა, რასაც მე-18 წუთზე პარტენოპეის კარში ჩარლზ პიკელის გოლი მოყვა. ამის შემდეგ, სპალეტის ბიჭები გააქტიურდნენ, სადავეები ხელთ აიღეს. 33-ე წუთზე ანგარიში ჟუან ჟესუსმა გაათანაბრა, ხოლო მალევე (36-ე) წუთზე ჯოვანი სიმეონემ იტალიური კლუბი წინ გაიყვანა.

დაძაბული გამოდგა შეხვედრის ბოლო წუთები - მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ლუკა ძანიმაკიმ "კრემოზეს" ერთ-ერთი ბოლო შეტევა დაიწყო, საჯარიმოში ჩააწოდა, რასაც 19 წლის ფეხბურთელი ფელიქს აფენა-გიანი გამოეხმაურა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. დამატებით დროში გოლი ვერ ვიხილეთ, ამიტომ პენალტების სერია დაინიშნა.

დაძაბული გამოდგა თერთმეტმეტრიანების სერია - ორივე გუნდის მხარეს ფეხბურთელები პენალტებს ზუსტად ასრულებდნენ, თუმცა ლობოტკამ, რომელიც პენალტის დასარტყმელად მივიდა ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოაქცია და "კრემონეზეს" უპიარეტოსობა მოუპოვა. გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ფელიქს აფენა-გიანიმ შეასრულა, რომელმაც მერეტის იდეალურად დაურტყა და გუნდი მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

მატჩის დასრულებიდან რამდენიმე წუთში კი კოპა იტალიაზე ლუკა ლოჩოშვილის გუნდის მომდევნო მეტოქე გაირკვა - "კრემონეზე" აღნიშნიული გათამაშების 1/4 ფინალში "რომას" დაუპირისპირდება, რომელმაც ამ საგზურის მოსაპოვებლად თავისმხრივ "ჯენოა" მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

აღნიშნული შეხვედრა 1 თებერვალს, 21:00 საათზე არის ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი