კაშკაშა ვარსკვლავი ცაზე - (VIDEO) როჯერ ფედერერი საჩოგბურთო სამყაროს დაემშვიდობა » სპორტის ხაზი

კაშკაშა ვარსკვლავი ცაზე - (VIDEO) როჯერ ფედერერი საჩოგბურთო სამყაროს დაემშვიდობა

კაშკაშა ვარსკვლავი ცაზე - (VIDEO) როჯერ ფედერერი საჩოგბურთო სამყაროს დაემშვიდობა
24-09-2022, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

ლეივერის თასზე კარიერაში ბოლო მატჩის ჩატარების შემდეგ, ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა გულშემატკივრებს გამოსამშვიდებელი სიტყვით მიმართა, რომლის დროსაც მან და რაფაელ ნადალმა ცრემლები ვერ შეიკავეს.

„ეს შესანიშნავი დღეა. ვუთხარი ბიჭებს, რომ თავს ბედნიერად ვგრძნობ და არ ვარ მოწყენილი. ისევ სიამოვნებით შევიკარი თასმები ჩემს სპორტულ ფეხსაცმელზე. ყველაფერი ბოლოჯერ ხდებოდა. რადგან გვერდით ეს ბიჭები, ნათესავები და მეგობრები მეგულებოდნენ, დიდად სტრესი არ მიგრძვნია.

ძალიან კარგია, რომ ბიჭები გვერდით იყვნენ. არ მინდოდა მატჩის შემდეგ თავი ეულად მეგრძნო. მადლობა ჩემს გუნდს. რომელიც მთელი ეს დრო ჩემთან იყო. მადლობა ენდის, ტომასს, ნოვაკს, მატეოს, სტეფანოსს, რაფასა და კასპერს. და, რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგე გუნდს. ბიჭებო, თქვენ დაუჯერებელნი ხართ.

მადლობა ყველას. ამდენი ადამიანის მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“. - განაცხადა ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი