ლეგენდარულ მოჭადრაკეს მაია ჩიბურდანიძეს 62 წელი შეუსრულდა » სპორტის ხაზი

ლეგენდარულ მოჭადრაკეს მაია ჩიბურდანიძეს 62 წელი შეუსრულდა

ლეგენდარულ მოჭადრაკეს მაია ჩიბურდანიძეს 62 წელი შეუსრულდა
17-01-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს ლეგენდარულ მოჭადრაკეს მაია ჩიბურდანიძეს 62 წელი შეუსრულდა, სპორტსმენს, რომელიც 17 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ორიოდე რამ მაია ჩიბურდანიძეზე



მაია ჩიბურდანიძემ ჭადრაკის თამაში ქუთაისში დაიწყო. 13 წლის ასაკში მისი დებიუტი ბრაშოვში, ქალთა საერთაშორისო ტურნირზე შედგა. 1976 წელს მაია ჩიბურდანიძემ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო, ერთი წლის შემდეგ კი საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 17 წლის ასაკში მაია ჩიბურდანიძე მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა, 1978 წელს მან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი 8,5:6,5 დაამარცხა.

ლეგენდარულ მოჭადრაკეს მაია ჩიბურდანიძეს 62 წელი შეუსრულდა

ჩიბურდანიძე მსოფლიო ჩემპიონი 17 წლის ასაკში გახდა

ნანა ალექსანდრიასთან, ირინა ლევიტინასთან, ელენა ახმილოვსკაიასა და ნანა იოსელიანთან ჩატარებული პაექრობების შემდეგ მაია ჩიბურდანიძე მსოფლიოში უძლიერესი მოჭადრაკის გვირგვინს 14 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა. მაიამ ჩემპიონის ტიტული 1991 წელს მანილაში ჩინელ სიუ ჟუნთან პაექრობისას დათმო. 1997 წელს კონტინენტის ჩემპიონი გახდა. მაია ჩიბურდანიძე საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის გამარჯვებულია. ეს შედეგი ქალთა შორის დაფიქსირებული საუკეთესო მაჩვენებელია. ჩიბურდანიძე ყოველთვის პირველ დაფაზე თამაშობდა და ოთხჯერ მცირე ოქროს მედალიც მოიპოვა. საჭადრაკო ოლიმპიადებზე მაიას მიერ ჩატარებული 167 პარტიიდან მის ანგარიშზე 125,5 ქულაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი