"ლოკომოტივმა მასში პერსპექტივა ვერ დაინახა" - რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ლოკომოტივმა მასში პერსპექტივა ვერ დაინახა" - რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე საუბრობს

"ლოკომოტივმა მასში პერსპექტივა ვერ დაინახა" - რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე საუბრობს
19-01-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

რუსეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, დიმიტრი ტარასოვმა Metaraitings.ru-ს ჟურნალისტებთან ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"კვარაცხელიას დაკარგვა პრეზიდენტისა და მთელი სპორტის დეპარტამენტის საერთო პრობლემაა. თუმცა, ლოკომოტივმა აშკარად მასში პერსპექტივა ვერ დაინახა.

ალბათ, მათ ეგონათ, რომ ის ჯერ კიდევ ძალიან მოუმზადებელი იყო, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ის ძალიან ნიჭიერი იყო. ვარჯიშზე ცხადი იყო, რომ ნამდვილად ტექნიკური ბიჭი იყო, თუმცა რაღარ აკლდა"
- განაცხადა ტარასოვმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში პარტენოპეის მაისურით 15 მატჩი ჩაატარა, სადაც შვიდი გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი