კიდევ ერთი დანაკლისი - ხვიჩას გარდა "ნაპოლის" კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა » სპორტის ხაზი

კიდევ ერთი დანაკლისი - ხვიჩას გარდა "ნაპოლის" კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

კიდევ ერთი დანაკლისი - ხვიჩას გარდა "ნაპოლის" კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
17-01-2023, 17:46
Aa Aa
გაზიარება:

დღის ბოლოს, 00:00 საათზე კოპა იტალიის 1/8 ფინალური შეხვედრა გაიმართება, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზეს უმასპინძლებს.

შეხვედრა ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო იქნებოდა თუ ამ მატჩში მონაწილეობას ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიც მიიღებდნენ, თუმცა "კრემონეზეს" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, დავიდე ბალარდინიმ ლოჩოშვილი განაცხადშიც კი არ შეიყვანა, რაც შეეხება კვარაცხელიას, 21 წლის შემტევი ამ შეხვედრას გაციების გამო გამოტოვებს.

რამდენიმე წუთის წინ კი ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ corriere dello sport-მა პარტენოპეის დანაკლისზე ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ კოპა იტალიის 1/8 ფინალური შეხვედრაში იტალიურ კლუბს ხვიჩას გარდა დიეგო დემე გამოაკლდა, რომელსაც დღეს სასტარტო თერთმეტეულში მოხვედრის იდეალური შანსი ჰქონდა.

"კვარაცხელიას გრიპის სინდრომის გამო არ უვარჯიშია და იგი არ მიიღებს მონაწილეობას დღევანდელ მატჩში. გუნდთან ერთად ასევე დემეს არ უვარჯიშია, რომელიც თავისი ქალიშვილის 5 წლის იუბილეს აღნიშნავს."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი