უეცარი მიზეზი | ხვიჩა კვარაცხელია თასზე კრემონეზესთან არ ითამაშებს » სპორტის ხაზი

უეცარი მიზეზი | ხვიჩა კვარაცხელია თასზე კრემონეზესთან არ ითამაშებს

უეცარი მიზეზი | ხვიჩა კვარაცხელია თასზე კრემონეზესთან არ ითამაშებს
17-01-2023, 15:17
Aa Aa
გაზიარება:

დღის ბოლოს, 00:00 საათზე კოპა იტალიის 1/8 ფინალური შეხვედრა გაიმართება, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზეს უმასპინძლებს.

წესით, ეს სტატია ქართული დერბის სათაურით უნდა გამოგვეტანა, თუმცა კრემონეზეს ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, დავიდე ბალარდინიმ ქართველი მცველი განაცხადშიც კი არ შეიყვანა. როგორც ჩანს, დავიდე ლუკას თამაშით მთლად კმაყოფილი არ არის.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, როგორც დაიწერა, ქართველი ფეხბურთელი კრემონეზესთან დაპირისპირებას გაციების გამო გამოტოვებს.

აღსანიშნავია, რომ თუ ნაპოლი კრემონეზეს არც ისე ძლიერ ბარიერს გადალახავს, მას 1/4 ფინალში სერიოზული მეტოქე ჟოზე მოურინიოს რომას სახით დახვდება, რომელმაც წინა ეტაპზე ქვედალიგელი ჯენოა მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და მეოთხედფინალში კვალიფიცირდა.

გთავაზობთ ლუჩანო სპალეტის გუნდის სავარაუდო XI-ს Sportsmole-ს მიხედვით: სირიგუ | ბერეჟინსკი, ჟესუსი, რაჰმანი, ოლივერა | დემე, ნდომბელე, ელმასი | რასპადორი, ლოზანო, სიმეონე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი