კესიე და დეპაი წავლენ, კარასკო და ბროზოვიჩი მოვლენ | რას აპირებს ბარსელონა? » სპორტის ხაზი

კესიე და დეპაი წავლენ, კარასკო და ბროზოვიჩი მოვლენ | რას აპირებს ბარსელონა?

კესიე და დეპაი წავლენ, კარასკო და ბროზოვიჩი მოვლენ | რას აპირებს ბარსელონა?
18-01-2023, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს თუ ვინმემ იაქტიურა და სრული განახლება მოახდინა, ეს ბარსელონაა, რომელმაც შემადგენლობა საფუძვლიანად შეცვალა და ჩავისთან ერთად ახალი სეზონი ახალი შემართებით დაიწყო.

მიუხედავად ამისა, ბარსელონაში მაინც რჩებიან ფეხბურთელები, რომლებიც კლუბის მთავარ მწვრთნელს დიდად არ მოსწონს. მაგალითად, ასეთები ახლადშეძენილი ფრანკ კესიე და მემფის დეპაი არიან, რომელთა ჩანაცვლებაც კატალონიელებს მარსელ ბროზოვიჩითა და იანიკ ფერეირა კარასკოთი სურთ.

კარასკოსა და დეპაის შემთხვევა გაცილებით იოლად დასახურია, რასაც ორი ფაქტორი უწყობს ხელს. პირველი, მემფისი ბარსელონას დატოვებით ინტერესდება, რათა მეტი სათამაშო დრო მიიღოს და მეორე, კარასკოს ახალი კლუბის მონახვა სურს, რადგან ატლეტიკომ დაპირება არ შეუსრულა და კონტრაქტი არ გაუუმჯობესა.

რაც შეეხება კესიესა და ბროზოვიჩის ტრანსფერს, აქ საქმე გაცილებით რთულადაა. მიუხედავად იმისა, რომ მუნდიალზე ნაჩვენები კარგი თამაშის შემდეგ ბარსა ხორვატით დაინტერესდა, ფრანკ კესიეს კლუბის დატოვება არ სურს, რადგან ბარსელონაში თავს კარგად გრძნობს.

ცნობისთვის, როგორც დეპაი/კარასკოს, ისე კესიე/ბროზოვიჩის ტრანსფერთა შემთხვევაში საუბარია გაცვლაზე და არა ყიდვაზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი