ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვების შემდეგ, მედიასთან კომენტარი გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა, რომელმაც განაცხადა:
"ზოგადად რთულია დინამოზე თამაში, ნაკრებში თამაში. ჩემთვის პირველი მატჩი იყო სახლში, ქართველ ხალხთან ერთად. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა." - განაცხადა "ვალენიას" ერთ-ერთმა ლიდერმა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი კარის დარაჯი დასახელდა. გიორგი მთელი შეხვედრის განმავლობაში დამაჯერებელი იყო და არაერთი ურთულესი სეივიც კი შემოგვთავაზა.