არც ხვიჩა, არც ზივზივაძე - ვინ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი? » სპორტის ხაზი

არც ხვიჩა, არც ზივზივაძე - ვინ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი?

არც ხვიჩა, არც ზივზივაძე - ვინ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი?
23-09-2022, 22:23
Aa Aa
გაზიარება:

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა "ერთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის მატჩი, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის, სადაც ეროვნულმა ნაკრებმა ანგარიშით 2:0 იმარჯვა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბევრი ხვიჩა კვარაცხელიას მიიჩნევდა, რომელმაც არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა და გოლის გატანაც მოახერხა. ბევრისთვის საუკეთესო, ქართველი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე იყო. სწორედ 28 წლის ფეხბურთელმა ითამაშა ზუსტად გოლის მომენტში და კვარაცხელიას ცარიელ კარში გაატანინა.

საბოლოოდ მატჩის გმირის წოდება გიორგი მამარდაშვილს ერგო, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში სტაბილური იყო და ურთულესი ბურთების მოგერიებაც კი მოახერხა. 22 წლის კარის დარაჯის შეფასება მაკედონიასთან ყველაზე მეტი - 8.6 ქულა იყო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი