"200 ქართველი იტალიაში 300 სპარტელივით ჩამოვიდა" | Corriere dello Sport » სპორტის ხაზი

"200 ქართველი იტალიაში 300 სპარტელივით ჩამოვიდა" | Corriere dello Sport

"200 ქართველი იტალიაში 300 სპარტელივით ჩამოვიდა" | Corriere dello Sport
16-01-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც გახსოვთ, 13 იანვარს გამართულ შეხვედრაში ნაპოლიმ ტურინის იუვენტუსი საკუთარ კედლებში 5:1 გაანადგურა.

გემახსოვრებათ ისიც, რომ ამავე თამაშს ტრიბუნებზე 200 ქართველი გულშემატკივარი ესწრებოდა, რომლებიც საქართველოდან იტალიაში სპეციალურად ხვიჩა კვარაცხელიას მხარდასაჭერად გაფრინდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი თანამემამულე ქომაგების საქციელს იტალიური გაზეთი, Corriere dello Sport-იც გამოეხმაურა, რომელმაც ქართველები სპარტელებს შეადარა:

"ჩამოვიდა 200 ქართველი, როგორც 300 სპარტელი" - დაწერა აღნიშნულმა გაზეთმა. ასევე, ინტერნეტში გვხვდება ნიკოლოზ წულუკიძის, ერთ-ერთი დამსწრეს კომენტარიც, სადაც საუბარია იმაზე, რომ ხვიჩას შესახებ მომზადებული ნომრები ძალიან მალე იყიდება:

"დილით გაზეთი რომ გამოდის 6 საათზე, თუ ხვიჩა პირველ გვერდზე ხატია, იმ წუთში იყიდება. 7 საათზე გაზეთები აღარ არის." - დაწერა ნიკოლოზ წულუკიძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი