ფოტოანალიზი | როგორ დატოვეს უმეთვალყურეოდ ხვიჩა გოლის ეპიზოდში » სპორტის ხაზი

ფოტოანალიზი | როგორ დატოვეს უმეთვალყურეოდ ხვიჩა გოლის ეპიზოდში

ფოტოანალიზი | როგორ დატოვეს უმეთვალყურეოდ ხვიჩა გოლის ეპიზოდში
16-01-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

უკვე რამდენიმე დღე გავიდა, რაც ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ ტურინის იუვენტუსი საკუთარ კედლებში დიდი ანგარიშით, 5:1 დაამარცხა.

ალბათ, ქართველი ფეხბურთელის გოლი უკვე ყველა თქვენგანს არაერთხელ ექნება ნანახი, თუმცა, დამატებით არსებობს ორი კადრი, რომლებიც იდეალურად ხსნიან დანილოსა და ფედერიკო კიეზას საშინელ პოზიციურ თამაშს, რამაც კვარას გოლის გატანა გაცილებით გაუმარტივა.

როგორ ჩამოიშალა იუვენტუსი მეორე გოლის დროს:

ნაპოლის კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო ბურთს ცენტრის ხაზის სიახლოვეს იღებს, რომელსაც რამდენიმე წამში მატეო პოლიტანოს აწვდის, ის კი სავსებით მოულოდნელ და ეფექტურ გადაცემას ვიქტორ ოსიმენზე აკეთებს. თავის მხრივ, იუვენტუსის ფეხბურთელების სათამაშო სქემა, კერძოდ 3-5-2 სრულიად მოშლილია, პირველ რიგში, ქართველი ფეხბურთელის ფლანგზე სიცარიელის დატოვების გამო. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, როგორც ვერტიკალურ, ისე ჰორიზონტალურ დონეზე იუვენტუსის ფეხბურთელების სიმჭიდროვე კატასტროფულია, რაც თავისუფალ სივრცეებს აჩენს, მის ასათვისებლად კი ხვიჩა კვარაცხელია ჩნდება. რაც შეეხება ალექს სანდროს, ის ჟიელინსკისთან ადის და ოსიმენს ბრემერს უტოვებს, დანილო კი ბრემერს აზღვევს იმ შემთხვევისთვის, თუ ნიგერიელი ბრაზილიელს გასცდება. საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ კიეზასგან და დანილოსგან თავისუფალი ხვიჩა კვარაცხელია სრულ სიცარიელეში რჩება, მას ითვისებს და შესნის კარში გოლი გააქვს.

ფოტოანალიზი | როგორ დატოვეს უმეთვალყურეოდ ხვიჩა გოლის ეპიზოდში


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი