ქართველმა მოფარიკავემ, ირმა ხეცურიანმა ვაშინგტონში მიმდინარე მსოფლიო თასზე, ხმლით შეჯიბრის ფინალში, იტალიელი მეტოქე 15-11 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა - რაპირაში კი, გადამწყვეტ შეხვედრაში ტაილანდელ მოფარიკავესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ირმა ხეცურიანის გარდა, ვაშინგტონის მსოფლიო თასზე ნინა თიბილაშვილი პარა ფარიკაობაში ვაშინგტონის მსოფლიო თასის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ვაშინგტონის მსოფლიო თასზე ძალებს ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილიც სცდიან.