კვიპროსი საბერძნეთს უმასპინძლებს - თემურ ქეცბაია საქართველოსთვის » სპორტის ხაზი

კვიპროსი საბერძნეთს უმასპინძლებს - თემურ ქეცბაია საქართველოსთვის

კვიპროსი  საბერძნეთს უმასპინძლებს - თემურ ქეცბაია საქართველოსთვის
24-09-2022, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, თბილისის დროით 22:45-ზე საქართველოს ნაკრებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება, სადაც თემურ ქეცბაიას შეგირდები საბერძნეთს დაუპირისპირდებიან.

საქმე ისაა, რომ საბერძნეთის ნაკრები ერთ-ერთი გუნდია, რომელიც ფლეიოფში ოფიციალურად ითამაშებს. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ბერძნებმა ჩვენზე უკეთესი შედეგი არ დააფიქსირონ, რათა ნახევარფინალში მასპინძლობის უფლება ჩვენ დაგვრჩეს.

ამდენად, თემურ ქეცბაია თუ აქამდე საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის გუნდთან ერთად ირჯებოდა, ახლაც იგივეს გაკეთება მოუწევს, თუმცა კვიპროსელებთან ერთად. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ კვიპროსი საბერძნეთს მოუგებს, ქულას დააკარგვინებს ან სულ მცირე რამდენიმე ბურთს გაუტანს, ეს საქართველოს მასპინძლობის შანსებზე მშვენივრად აისახება. ამიტომ, დღეს ყველა თემურ ქეცბაიას და მის ნაკრებს ვგულშემატკივრობთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯგუფში 13 ქულა აქვს (ბურთების სხვაობა 14:2), ხოლო საბერძნეთი 12 ქულით შემოიფარგლება (ბურთების სხვაობა 7:0).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი