"კვარაცხელია ჩამეხუტა და მითხრა..." - ბუდუ ზივიზივაძის კომენტარი მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია ჩამეხუტა და მითხრა..." - ბუდუ ზივიზივაძის კომენტარი მატჩის შემდეგ

"კვარაცხელია ჩამეხუტა და მითხრა..." - ბუდუ ზივიზივაძის კომენტარი მატჩის შემდეგ
23-09-2022, 23:28
Aa Aa
გაზიარება:

ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვების შემდეგ, მედიასთან კომენტარი ქართველმა ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზვივაძემ გააკეთა, რომელმაც განაცხადა:

"დავიწყებ გაცუდებული მომენტით - ბოლოს ძალა აღარ მეყო, ძალიან დაღლილი ვიყავი. ბოლო თამაშებში ძალიან გადავიღალე და შეიძლება ეს იყო მიზეზი იმ მომენტის ვერ დასრულებისა. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რომ დღევანდელი შეხვედრა უგოლოდ დავასრულე, თუმცა მთავარია მოვიგეთ. ჩემთვის ნაკრების გამარჯვება უმნიშვნელოვანესია.

მეორე გოლის ეპიზოდში კვარაცხელია ჩემთან მოვიდა, ჩამეხუტა და მითხრა, რა საჩუქარი გამიკეთე, შენი გოლიაო. ასეთ სიტუაციაში ყოველთვის პასს გავაკეთებ" - განაცხადა 28 წლის ფორვარდმა.


აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბუდუს მონაგარი "ერთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე 3 გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი