ქართველი ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი თავის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს:
"შესანიშნავი დასაწყისი და დიდებული დღე! ახლა ეროვნული ნაკრების დროა" - განაცხადა 21 წლის შემტევმა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დღეს დავითაშვილის დებიუტი შედგა ბორდოს რიგებში, სადაც ზურიკომ გოლის გატანაც კი მოახერხა და გუნდს უმნიშვნელოვანესი ქულები მოაპოვებინა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ დინამო ბათუმის ყოფილი მოთამაშე საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადშია და იგი ერთა ლიგის ორ ჯგუფურ შეხვედრაში, ჩრდ. მაკედონიასთან და გიბრალტართან ნაკრების დახმარებას შეძლებს.